დონალდ ტრამპის თქმით, მას არ სჯერა, რომ მოჯტაბა ხამენეი, რომელიც ირანმა უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე მისი მამის, გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნა, "მშვიდობიან ცხოვრებას“ შეძლებს.
"მე არ მჯერა, რომ მას მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლია," - თქვა ტრამპმა ახალგაზრდა ხამენეის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში.
როგორც CNN-ი წერს, გაურკვეველი იყო, თუ რას გულისხმობდა ზუსტად ტრამპი, თუმცა პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა იმედგაცრუება არჩევანის გამო და მოითხოვა აშშ-ის მონაწილეობა ქვეყნის შემდეგი ლიდერის არჩევაში.
"იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გვჯერა, რომ ეს მხოლოდ გააუარესებს ქვეყანაში არსებულ პრობლემას. ამიტომ, მათი არჩევანით იმედგაცრუებული ვარ," - განაცხადა ტრამპმა.
ორშაბათს, კითხვაზე, არის თუ არა მოჯტაბა ხამენეი სამიზნე, ტრამპმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა არ სურდა.
"ამის თქმა შეუფერებელი იქნებოდა. მაგრამ მომისმინეთ, მეც ვიყავი სამიზნე," - თქვა მან და მისი მკვლელობის წინა მცდელობებზე იგულისხმა.
Fox-თან ინტერვიუში ტრამპმა ღიად დატოვა ირანის ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობა, რომლებსაც, მისი თქმით, "ძალიან უნდათ საუბარი".
