ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფაქტობრივად ავსტრალიაში ჩარჩა, რადგან არცერთი ქვეყანა არ არის მზად, ირანში მათი ტრანზიტული რეისის მისაღებად, განუცხადა CNN Sports-ს წყარომ.
გუნდის ავტობუსი სამშაბათს დილით სასტუმროდან გავიდა და, სავარაუდოდ, გოლდ-კოუსტის აეროპორტისკენ გაემართა. თუმცა, სპორტულმა ჟურნალისტმა რაჰა პურბახშმა CNN Sports-ს განუცხადა, რომ გუნდს ქვეყნის დატოვება არ შეუძლია.
პურბახშმა, რომელიც Iran International TV-ში მუშაობს, დასძინა, რომ გუნდის კიდევ ორმა წევრმა - მოთამაშემ და მწვრთნელმა, ასევე მოითხოვეს თავშესაფარი.
ისინი მიჰყვებიან ხუთი მოთამაშის მაგალითს, რომლებსაც სამშაბათს ავსტრალიის მთავრობამ ჰუმანიტარული ვიზები მისცა - წერს CNN-ი.
ვარაუდობენ, რომ გუნდის დანარჩენ წევრებს სიდნეიში კიდევ ერთი ღამით დარჩენა მოუწევთ.
