ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია განცხადებაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ "თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე."
"ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ," - წერს ლარიჯანი X-ზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ გაანადგურებს ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც ირანის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.
