ამერიკის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე ირანში განხორციელებული დარტყმების ინტენსივობით რეკორდული იქნება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ თავდასხმების ახალ ტალღა დაიწყეს. თეირანში ორი აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ქალაქზე თავდასხმები განაახლეს.
BBC-ის ინფორმაციით, პასუხად ირანმა ისრაელზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები განაახლა.
"მიისწრაფოდნენ ბირთვული იარაღის შექმნისკენ, რათა მთელი მსოფლიო მძევლად აეყვანათ. პრეზიდენტი ტრამპი მათ ბირთვულ ამბიციებს გასაქანს არასოდეს მისცემს. სასოწარკვეთილები არიან და ქაოტურად მოქმედებენ, რადგან ხედავენ, როგორ სისტემატურად ნადგურდება და ინგრევა მათი სამხედრო პოტენციალი მათი სატელიტი დაჯგუფებები ან განადგურებულები არიან, ან ბრძოლისუუნაროები გახდნენ. დღევანდელი დღე ირანში განხორციელებული დარტყმების ინტენსივობით რეკორდული იქნება: ჩართულია მაქსიმალური რაოდენობის მოიერიშე ავიაცია და ბომბდამშენები, სადაზვერვო მონაცემები კი უფრო დახვეწილია", - განაცხადა ჰეგსეთმა.
