ინდონეზიაში, ბალის პროვინციის დედაქალაქ დენპასარში, მამლების ჩხუბის დროს, ერთ-ერთი ფრინველის ფეხზე მიმაგრებული ბასრი დანის პირით, მაყურებელი სასიკვდილოდ დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, 50 წლის ნენგა სუდანა მამლების ჩხუბს უყურებდა, როდესაც ერთ-ერთი მამალი ბრძოლის დაწყებამდე მოულოდნელად გაიქცა და სხვა ფრინველს დაესხა თავს. ახლოს მდგომმა მამალმა მოახერხა თავდასხმის თავიდან აცილება, მაგრამ იქვე მდგომი სუდანი მამალმა მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

დაშავებული მამაკაცი თვითმხილველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. პოლიციამ მამაკაცის დაჭრის ფაქტი უბედურ შემთხვევად შეაფასა.

მამლების ჩხუბს ცხოველთა უფლებების დამცველები აკრიტიკებენ. ისინი მიიჩნევენ,  რომ ასეთი სპორტი ფრინველების მიმართ სისასტიკეა.