"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დღეს ოფიციალურად წარადგენს. მმართველი პარტიის ინფორმაციით, ღონისძიება საღამოს 9 საათზე გაიმართება.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძე თბილისში არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის.

"კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი მისი ცხოვრება წარმატებასთან ასოცირდება. ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება და ჩვენ ვხედავთ თბილისი თუ როგორი დედაქალაქია დღეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი. ძალიან დიდი სამუშაო გაწია ბატონმა კახიმ თავის გუნდთან ერთად და მომავალი 4 წლის განმავლობაშიც იგი გააგრძელებს ამ სამუშაოს. თბილისში პრობლემები რჩება, თუმცა ბატონმა კახი კალაძემ აბსოლუტურად ყველა ეს პრობლემა იცის, ყველა რაიონისა და უბნის დონეზე, და რა თქმა უნდა შემდგომ 4 წელს იგი დაუთმობს ამ პრობლემების აღმოფხვრას", - აცხადებს  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე  ლევან მაჭავარიანი.