შვეიცარიაში, მოთხილამურეებმა, ახალი წლის ღამით ბარში გაჩენილი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, გულის ფორმის მემორიალი შექმნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს,
ათობით მოთხილამურე კრანს-მონტანას ფერდობებზე შეიკრიბა.
შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს, ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა.
შვეიცარიის პროკურატურამ ბარ Le Constellation-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
