სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად, ერთი თავდამსხმელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ასევე დაჭრილია ორი პოლიციელი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფტჩიმ განაცხადა, რომ ტერორისტების ვინაობა იდენტიფიცირებულია.
"ტერორისტები იდენტიფიცირებულნი არიან. დადგინდა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც სტამბოლში იზმიტიდან ნაქირავები მანქანით ჩავიდა, დაკავშირებულია ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ხოლო ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკების შენახვისთვის ნასამართლეობა აქვს“, - განაცხადა მუსტაფა ჩიფტჩიმ.
მედიის ცნობით, თავდასხმის შემდგომი გამოძიების დროს, უსაფრთხოების ძალებმა კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ინციდენტში მონაწილეობდნენ. ეჭვმიტანილები, შემთხვევის ადგილის მახლობლად აიყვანეს.
