გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება The Economist-ი მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების შესახებ სტატიას აქვეყნებს. მასალაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას ამომრჩეველთა მხოლოდ 20% უჭერს მხარს.
"ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრ სერ კირ სტარმერის პირადი რეიტინგი კატასტროფულია. 5 სექტემბერს მისმა მოადგილემ ანჯელა რეინერმა, გადაუხდელი გადასახადების გამო, თანამდებობა დატოვა, რამაც კაბინეტში მასშტაბური ცვლილებები გამოიწვია", - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ როდესაც სერ კირ სტარმერი ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ აირჩიეს, ლეიბორისტმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი მთავრობა დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი შანსი იყო პოპულიზმის დასასრულებლად.
"პოლიტიკური ცენტრს ბზარი იმაზე ადრე გაუჩნდა, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. მთავრობა ამჟამად მხოლოდ ხუთიდან ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერით სარგებლობს; სერ კირის, როგორც პრემიერ-მინისტრის პირადი რეიტინგი კი ყველაზე დაბალია. 5 სექტემბერს მისმა მოადგილემ ანჯელა რეინერმა, გადასახადებისგან თავის არიდების გამო, თანამდებობა დატოვა, რამაც კაბინეტში მასშტაბური ცვლილებები გამოიწვია", - აღნიშნულია სტატიაში.