დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანთან შეთანხმება არ შედგება, მათი დაბომბვა კვლავ დაიწყება. ტრამპის თქმით, ირანიდან ერთი დიდი ნათება გამოჩნდება.

"თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ამის შესახებ ცოდნა არ დაგჭირდებათ. თქვენ, უბრალოდ, ირანიდან გამომავალი ერთი დიდი ნათების ყურება მოგიწევთ. მათთვის უმჯობესია, მალე მოაწერონ ხელი შეთანხმებას", - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს ორმხრივი დარტყმები ირანთან ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ტრამპის თქმით, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, ირანს ბევრი ტანჯვა ელოდება.

"მათ უნდა გაიგონ, რომ თუ ხელს არ მოაწერენ, ბევრი ტანჯვა ელით, ძალიან ბევრი. გეტყვით, რომ მათ ხელის მოწერა სურთ, ჩემზე ბევრად მეტად სურთ", - განაცხადა ტრამპმა.