ზიმბაბვეში, პოპულაციის კონტროლის მიზნით, ათობით სპილო დაიხოცება და ხორცი მოსახლეობას დაურიგდება.
ზიმბაბვეს პარკებისა და ველური ბუნების მართვის სამსახურმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ZimParks-ი, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ნებართვა გასცეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ კერძო ნაკრძალში Save Valley Conservancy-ში, "სპილოების პოპულაციის მართვის საქმიანობა განხორციელდეს“.
"მართვის კვოტა მიზნად ისახავს რეგიონში სპილოების მზარდი პოპულაციის პრობლემის მოგვარებას და თავდაპირველად 50 ინდივიდით იქნება დადგენილი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის საჰაერო კვლევის თანახმად, Save Valley Conservancy-ში 2 550 სპილო ბინადრობს, თუმცა პარკის ეკოლოგიური ტევადობა მხოლოდ 800-ს ერთეულს შეადგენს.