ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი ქვეყნის ისტორიაში, ექვს ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიცია და ახალი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში კრწანისსა და გონიოში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. პროექტი ითვალისწინებს 16-ი ათასი საცხოვრებელი სახლის, სასტუმროების, აპარტამენტების, საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და კომერციული სივრცეების მშენებლობას. ვრცელი ვიდეო რგოლო პრემიერმა გუშინ გამოაქვეყნა. აქცენტი კეთდება

პროექტის მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის დასაქმება, ტურიზმი,

ეკონომიკის და ბიუჯეტის ზრდა, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მმართველ გუნდში იმ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზეც საუბრობენ, რომელიც ინვესტიციის წინააღმდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს. უმრავლესობა ამბობს, რომ მათი მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ პროექტი არის ევროპული სტილის და საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"ამ პროექტიდან მიღებული მოგებიდან ნაწილი პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში წავა და ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდება. ეს არის ევროპული სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება თბილისის შემოგარენში და ბათუმის შემოგარენში.

ეს არის ევროპული სტანდარტის ინფრასტქრუქტურული პროექტი, რიგაში, ლატვიაში, ბელგრადში თუ შეიძლება, ჩვენ რატომ გვიშლიან ბრიუსელიდან კარნახით და დაფინანსებით, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს?

ნახეს, რომ პოლიტიკური ზეწოლით და დეზინფორმაციით გარედან ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გასანალიზა ვისთან და რასთან აქვს საქმე და ახლა ცდილობენ, რომ ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ამით საზოგადოებაში რაიმე უკმაყოფილება გამოიწვიონ. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა საქართველოზე, რომელიც მართულია გარედან და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში, გარე ძალებს ერთდროულად ჩართული ჰყავთ "ალტ ინფო" და ე.წ. პროევროპული ძალებიც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.