ოპოზიციის ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ოთხი ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, - მმართველ გუნდში მათი ოპონენტების გეგმებზე და გარედან მართულ პროცესებზე საუბრობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი, დირექტივების მისაღებად და სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად, ბრიუსელში, ნაწილი შტატებსა და ბერლინშია.

"ერთადერთ მიზანს ემსახურებიან, რომ როგორმე გარედან, იქნებ, ისეთი კრიტიკა შემოვიდეს, რომელიც აღაფრთოვანებს ამ რევოლუციისთვის განწყობილ ოპოზიციონერების მხარდამჭერებს და, გამოვლენ ქუჩაში და მოაწყობენ მეიდანს. ეს არის სცენარი. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვიზიტი და ბრიუსელშიც ვიზიტი, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე დესტაბილიზაციის სცენარი განხორციელდეს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.