რუსეთში, კამჩატკის სანაპიროსთან, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური კვლევების ფედერალური კვლევითი ცენტრის რეგიონულ ფილიალზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 123 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
კამჩატკის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.
მედია იუწყება, რომ ყველა სამსახური მობილიზებულია და მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება, ხოლო სოციალური დაწესებულებები და საცხოვრებელი შენობები ოპერატიულ შემოწმებას გადიან.