"ყოველთვის, ჩვენს ისტორიაში, როდესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლების მხილების პროცესი იყო, ყოველთვის ეს იყო მნიშვნელოვანი საწინდარი ქვეყნის გაძლიერების. ამიტომ, ჩვენს ამას ვაკვირდებით, დღეს ამ აგენტურულ ოპოზიციაში“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიდის დაკვირვება, რომ ხდება ლუსტრაცია მთლიანად მათი ქსელებისა.
"აგენტურის ბრძოლის მთავარი მოტივაცია არის თავის მოწონება მისთვის დავალებების მიმცემისთვის. ეს არის მთავარი კონფლიქტის საფუძველი, რაც კი არსებობს დღეს ამ აგენტურულ ჯგუფებში. ასე რომ ამას უნდა დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ, ერთმანეთის მხილებას, ერთმანეთის დაჭმას.
ჩვენთვის ეს მხოლოდ სასიამოვნო საყურებელია. ჩვენს ისტორიაში, როდესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლების მხილების პროცესი იყო, ყოველთვის ეს იყო მნიშვნელოვანი საწინდარი ქვეყნის გაძლიერების. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკვირდებით დღეს ამ აგენტურულ ოპოზიციაში რომ ხდება ლუსტრაცია მთლიანად მათი ქსელების, თუ როგორ მუშაობს გარედან დაკვეთა პოლიტიკური თემების, ქვეყნის შიგნით ასარევად", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
