ვენესუელაში, ორი ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1719-მდე გაიზარდა -  ინფორმაციას abcnews-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 5 034 ადამიანი.

ცნობისთვის, 25 ივნისს, ვენესუელაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.