საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო მშვიდი და კონსტრუქციული.

„ვინც ეცადა და სიტუაციის რადიკალიზაციას ხელი შეუწყო, ამას შეიძლება ქრონოლოგიურად მივყვეთ და გავიხსენოთ მაკეინის ინსტიტუტის ცნობილი დასკვნა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ არის ასახული ის შესაძლო მოვლენების განვითარება, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნებოდა. იქ ყველაფერია მითითებული, როგორ უნდა მოიქცეს დესტრუქციული ოპოზიცია. ყველა ამ პუნქტში ძალიან მწარედ დამარცხდა ოპოზიცია. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერი გაკეთებული, ყველა ნაბიჯია გადადგმული და დღესაც მზად ვართ, რომ დიალოგისთვის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.