სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი კალანადრიშვილი თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრს, მამა შალვა კეკელიას სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემი დიდი სიყვარული, პატივისცემა და გვერდში დგომა მამაო, თქვენ! მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და დედა ეკლესიისთვის აკეთებთ.
მავანი ვერასოდეს მოერევა ჩვენს ეკლესიას , სარწმუნოებას და ფასეულობებს!
მრავალჟამიერ თქვენს მსახურებას“, - წერს ირაკლი კალანდარიშვილი.
ცნობისთვის, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სასულიერო პირებს, განსაკუთრებით მამა შალვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ავტორი : ჯემალ ღამბაშიძე