ჩანთების მაღაზია "ბეგმანიას" დამფუძნებელს, ფატი დარსალიას ბიზნესის განვითარებისთვის, "პერსონა 2024-ის" ტიტული გადაეცა.
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია - ,,პერსონა 2024", მცხეთაში გაიმართა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 70 წარმატებული ადამიანი დაჯილდოვდა.
"წელს მეთერთმეტე წელია, რაც გაიმართა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა. ტრადიციას არ ვუღალატეთ. მიუხედავად ქვეყანაში არასასურველი პოლიტიკური მოვლენებისა ,მაინც შევძელით.
გრანდიოზულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან, იმერეთი, გურია, აჭარა, კახეთი ...
დაჯილდოვდნენ მედიცინის, განათლების, კულტურის, სპორტის, საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები. "საუკუნის პერსონას" ტიტული გადაეცა 78 წლის მოქმედ ექიმს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ ლალი ცხოვრებაშვილს და პოეტ ერეკლე საღლიანს",-აცხადებს აღნიშნული პროექტის დამფუძნებელი, იოსებ კავკავაშვილი.