,,ქრონიკა +ის" დამფუძნებელი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში კოლეგას, სააგენტო - "geo news-ის" დამფუძნებელს, ქეთი ხომერიკს დაუპირისპირდა.

კერძოდ, კილაძემ სოციალურ ქსელში ხომერიკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე,  იმ დროსაა გადაღებული, როცა ქეთი ხომერიკი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

,,რუსების პროპაგანდისტია,ვალოდია ხომერიკის ნათესავი🤮
ე.წ. ჟურნალისტი,"-დაწერა ელისო კილაძემ.

 

კილაძის პოსტს სოციალურ ქსელში ქეთი ხომერიკი გამოეხმაურა და წერს:

,,ვიღაც ,,საბოტაჟნიკებში,, ისე შეწუხდა ჩვენგან სიმართლის მოსმენით, რომ ყველა მთავრობის და ყველა დროის ჰიპერდისკრედიტირებული ელისო კილაძე გამოაგორეს. ისეა თუ ასეა, ტროლი იქნება თუ მოქსეული ჯეკები როგორც იტყვიან ,,ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის,,. წერონ და იკითხონ,,- წერს ქეთი ხომერიკი.