"ამდენი თავდასხმების შემდეგ, აღარც მე ვაპირებ გაჩუმებას!  ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე გვადანაშაულებს იმაში, რომ ,,geo news-ი" ფინანსდება რუსული სპეც-სამსახურებისგან, რაც არის სიცრუე!",-ამის შესახებ Სოციალურ ქსელში "Geo news-ის" ჟურნალისტი, ირაკლი გუნია წერს.

მისი თქმით,  იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს კოლეგის,   გაზეთ "ქრონიკა+ის" დამფუძნებლის წინააღმდეგ და ელისო კილაძეს მოუწევს, გასცეს პასუხი აბსურდულ ბრალდებებს.

"ამდენი თავდასხმების შემდეგ, აღარც მე ვაპირებ გაჩუმებას!  ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე გვადანაშაულებს იმაში, რომ ,,geo news-ი" ფინანსდება რუსული სპეც -სამსახურებისგან, რაც არის სიცრუე!

სააგენტოს იურისტები ამზადებენ სარჩელს და ქალბატონ კილაძეს მოუწევს, გასცეს პასუხი ამ აბსურდს!

ჩვენ, "Geo News-ის" ჟურნალისტები, განვიცდით არნახულ ბულინგს და ზეწოლას ჩვენი მედიის სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომლის გადახედვას არც კი განვიხილავთ!

რთულია,  მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ერთგული აუდიტორიისთვის მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში.

სამარცხვინო და ამორალურია ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ჩვენი გუნდის მისამართით გაჟღერდა!ჩვენი სააგენტო ამ თავდასხმებით ძლიერდება და გვაძლიერებს ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან",-წერს ჟურნალისტი ირაკლი გუნია .