სახალხო დამცველი პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობის გარეშე წარიმართოს. ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო წარიმართოს ძალადობის გარეშე და სიძულვილის ენის გარეშე. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს - ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სიძულვილის ენის გამოყენებისგან. სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ჩემი მხრიდან განცხადებებს კიდევ გავაკეთებ", - განაცხადა იოსელიანმა.