გერმანელი დიპლომატების არადიპლომატიური ნაბიჯები - ბერლინში საქართველოს ელჩისთვის აგრემანის გადაცემიდან რვა თვის შემდეგ, რწმუნებათა სიგელის მიღების თარიღი ისევ გაურკვეველია. ოფიციალური ბერლინი პროცედურის გაჭიანურების მიზეზებზე დუმილს ინარჩუნებს.პარალელურად კი საქართველოში გერმანიის ელჩი მთავრობას ისევ აკრიტიკებს და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს.

ევროპარლამენტარი, თომაშ ფროილიხი აცხადებს რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები პროვოკაციულია ყველა დადგენილ დიპლომატიურ ფორმას ეწინააღმდეგება.

ფროილიხის შეფასებით, ბერლინის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად არის მოტივირებული და გერმანიამ თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგას.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები ეწინააღმდეგება ყველა დადგენილ დიპლომატიურ ნორმას და სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია. როგორც ჩანს, ბერლინი არ არის განწყობილი, შეეგუოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას. ეს წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტზე.

ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს ნაბიჯი გეოპოლიტიკურად არის მოტივირებული. არც ბრიუსელი და არც ბერლინი არ არიან მზად იმის მისაღებად, რომ საქართველოს არანაირი სურვილი არ აქვს, გახდეს მეორე უკრაინა. მათ ასევე აღიზიანებთ საქართველოს სიმტკიცე, დაიცვას თავისი ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ.

გერმანიამ, საბოლოო ჯამში, უნდა აღადგინოს გონივრული დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. ეს ნიშნავს ბერლინში ელჩად ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტების სიიდან სალომე ზურაბიშვილის სახელის ამოღებას", - აცხადებს ევროპარლამენტარი, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AFD) წევრი თომაშ ფროილიხი.