"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ცანავას ბრალის წარდგენას, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს "ნაციონალური მოძრაობიდან" არის, ჩვენი გუნდიდან არის, თუ ჩვენი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელია, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა გამოცხადებული კორუფციასთან.
ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რამდენიმე წელიწადში უნდა მოვხვდეთ ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით.
რაც შეეხება უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის დაკავებას, იქ ყველაფერი ფაქტებითა და მტკიცებულებით არის დადასტურებული. დაველოდოთ სასამართლოს.
ყველაფერი ჩანს, ეს ადამიანი ან ქრთამს იღებს და ამ საქმეს "ალაგებდა", ან ვერ "ალაგებდა" და უბრალოდ თაღლითობდა. ერთ და მეორე შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, იკვეთება დანაშაულის ნიშნები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.