ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.



"თბილისში მეორე ღამეა, რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია იმართება. ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა“, – წერს  სოციალურ ქსეში სალომე ზურაბიშვილი.