პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "გორბის" კვლევამ აჩვენა ის, რაზეც "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია საუბრობს, 5 ნომერი და 4 ნომერი ცდილობს, გაათეთროს "ლელოელი" და გახარიელი "ნაცები" თავიანთი პატრონების დავალებით.
გორდულაძის თქმით, "დიფ სთეითის" წარმომადგენლებმა და ზოგადად უცხოელებმაც იციან, რომ საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობას" წარმატება ვერ ექნება.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ის, რაც ხდება "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" სრული მასკარადია, რომ 5 ნომერი და 4 ნომერი ცდილობს გაათეთროს "ლელოელი" და გახარიელი "ნაცები" თავიანთი პატრონების დავალებით, ზუსტად ეს ყველაფერი აჩვენა, მათ შორის, "გორბის" კვლევამ. სულ უფრო უკან და უკან იწევს 5 ნომრის რეიტინგი, მათი მხარდამჭერების რაოდენობა. სამაგიეროდ, შედარებით სტაბილურად არის "ლელოელების" და გახარიელების რეიტინგი. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ კამპანიიდან, რომელიც წარმოებულია "კოლექტიური ნაცმოძრაობის" და მათი მართული მედია საშუალებების მიერ. იციან რა "დიფ სთეითის" წარმომადგენლებმა და ზოგადად უცხოელებმაც, რომ საქართველოში "ნაციონალურ მოძრაობას" წარმატება ვერ ექნება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.