თურქეთის პირველმა ლედიმ, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის მეუღლეს წერილი გაუგზავნა. ემინე ერდოღანმა მელანია ტრამპს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირება და ღაზის სექტორში ბავშვების მძიმე მდგომარეობის საკითხის წამოჭრა სთხოვა.
ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მე მაქვს რწმენა, რომ ის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა, რომელიც თქვენ უკრაინელი 648 ბავშვის მიმართ გამოიჩინეთ, გავრცელდება ღაზაზეც", - წერს თურქეთის პირველი ლედი.