უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები არაფრით განსხვავდება რუსეთის ქმედებებისგან და ის ავტორიტარულ ინსტინქტებს ავლენს, ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების მოშორებას. პოროშენკოს ინტერვიუს ბრიტანულმა გამოცემამ The Times გაავრცელა.
პოროშენკოს თქმით, ზელენსკი ცდილობს მას არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს და ამისთვის სანქციები დაუწესა.
"თუმცა პოროშენკომ ამის საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა, ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით", - წერია სტატიაში.