,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სენაკში, ორგანიზაციის საბჭოს წევრებთან , შეხვედრა გამართა.
,,ყოველთვის საოცარი ენერგეტიკა და მუხტია სამეგრელოში. ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ეს ვიზიტი, ვინაიდან წლების წინ, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, სწორედ მათთან შეხვედრისას დაიბადა ქალთა ორგანიზაციის შექმნის იდეა“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნინო წილოსანმა.
"მინდა, მადლიერება გამოვხატო ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სენაკის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ქალთა უფლებების დამცველის, ქალბატონ ინგა ქარდავას მიმართ - ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის, ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის, რომელიც ქალბატონების საჭიროებებზეა მორგებული და გათვლილი.
მადლობა, სენაკის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ მანანა გვიჩიას; საბჭოს წევრებს; ჩვენს ქალაქში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალთა სპექტრისთვის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულია მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა.
მართლაც უალტერნატივოა მშვიდობიანი განვითარების ის გზა, რომელსაც ,,ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდი გადის.
მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების პირობებში იქნება შესაძლებელი ყველა დასახული მიზნისა თუ პროექტის განხორციელება, ამიტომაც, 26 ოქტომბერს, სწორედ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას და განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ",-განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.