ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტს წყვეტს. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპონენტების გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში მათი აქტიურობის იმედი არ აქვთ.
"პროგნოზირებადიც იყო ეს ამბავი. რა გითხრათ - ჩვენ გვინახავს როგორც გახარიას პარტიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ისე - კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ყველა დანაყოფის. თითი თითზე არ დაუდიათ, რეალურად საკანონმდებლო მუშაობისთვის წინა მოწვევების პარლამენტში. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით - ან საქმის, ღირსების კუთხით საკანონმდებლო ორგანოს რაიმეს შემატებენ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებას 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.