უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც საქართველოში ასულდგმულებენ და რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა საკუთარი თავის ჭამას იწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ეს უკიდურესი რადიკალიზმი, რომელსაც ნერგავენ და ასულდგმულებენ საქართველოში და რომლის მსხვერპლიც უამრავი ადამიანი გახდა, ახლა საკუთარი თავის ჭამას იწყებს. ამის გამოვლინება იყო გუშინ, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ოპოზიციის მეორე წარმომადგენელს მიაყენა შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ამ ოპოზიციას არ გააჩნია არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი.

ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო სულ ბლეფი. მათ. უცხოური მხარდაჭერით. უნდათ, რომ აქ უნდა შეიქმნას თითქოს რაღაცა კოალიციური მთავრობა, რომელიც იქნება ყველაფრის პანაცეა. როგორ შეიძლება კოალიციური მთავრობა ყველაფრის პანაცეა იყოს?! თვითონ რაღაც ახალ სიტყვას შემოიტანენ და რაღაცა პერიოდი ხალხი ამით უნდათ დაარწმუნონ, რომ ეს არის პანაცეა. არაფერი პანაცეა ეს არ არის. რა არის დასავლეთიდან ხელდასმული კოალიციური მთავრობის შინაარსი, გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა რუსთაველზე," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს.

დემონსტრანტების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი "ლელოს" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეძახილი ისმოდა. მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და "ლელოს" სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვებაც მოუხდათ. პოლიტიკოსი ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.