აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა -აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზაზა ნოზაძის კლიპს და წერს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც "დიფ სთეითის" წისქვილზე წყალს არ ასხამენ, აუცილებლად თავდასხმის ობიექტები ხდებიან და მას რუსული იარლიყს აწებებენ.
"ადამიანები და პოლიტიკური ძალა, რომელიც დიფ სთეითის წისქვილზე წყალს არ ასხამს, აუცილებლად ხდება თავდასხმის ობიექტი და აუცილებლად, დიფ სთეითის დავალებით, რუსულისა და რუსეთუმეს იარლიყის მიწებებას შეეცდებიან ხოლმე. იგივე იყო "ქართული ოცნების" შემთხვევაში, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე [ასე ხდება], მაგრამ ერთ რუსულ გადაწყვეტილებას, არა რუსულ, არამედ არაქართულ გადაწყვეტილებას (მიმდინარე პერიოდში ხომ განსაკუთრებით...), ვერავინ გაიხსენებს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მიღებული იქნა მიმდინარე სესიის განმავლობაში პარლამენტში.
არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და საქართველო არის არის ამ თავდასხმის ობიექტები, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს ასეთი კამპანია და რაც მთავარია, ყველანაირი საბუთის, საფუძვლის გარეშე ადამიანებს იარლიყებს აწებებენ და შემდეგ ამ ადამიანებსვე გვთხოვენ თავის მართლებას. განსაკუთრებით, ჩვენ ვხედავთ, რომ, დიფ სთეითის დავალებით, ამ ყველაფერს აღასრულებდა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო სკანდალი, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.