სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში.

შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან, გვიან ღამით მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.

ამასთან, მძიმედ დაშავდა კიდევ ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.