გორის მუნიციპალიტეტში მატარებელმა 34 წლის მამაკაცი გაიტანა.
როგორც ირკვევა, შემთხვევა სოფელ ხიდისთავთან მოხდა.
როგორც ირკვევა, ლიანდაგებზე 3 პირი გადაადგილდებოდა, მათ ფოთი-თბილისის მატარებლის მემანქანემ ხმოვანი სიგნალით გაფრთხილება მისცა, თუმცა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 3 კაციდან ერთ-ერთმა გადასვლა ვერ მოასწრო.
"ადგილზე დაიღუპა.სხვა დეტალები არ ვიცით",-ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
