ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.