საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. როგორც BBC წერს, ქვეყნის მასშტაბით ქუჩები ხალხით არის გადავსებული.
ზოგიერთ რაიონში პოლიციასთან შეტაკებები და დაპირისპირება მოხდა - მათ შორის, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სტრასბურგშიც.
მედიის ცნობით, იქ პოლიციის თანამშრომლებს ფეიერვერკებს ესვრიან.
ცნობისთვის, პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია. ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სექტორში საყოველთაო გაფიცვაა. განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლებია ბელგიაშიც.
