სამეგრელოში უმძიმესი ავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში, სოფელ ხამისკურში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც ირკვევა,  ერთმანეთს  ორი ავტომობილი შეეჯახა. 

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. მათგან ორის მდგომარეობა ამ დრომდე, მძიმეა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს.