აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ევროპაში ამერიკული ჯარების განლაგების გადახედვის შესახებ გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ ნატოში აშშ-ის შენატანების ნაწილს შეაჩერებს, თუ ალიანსის მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰეგსეთმა, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხილვა 6 თვემდე გაგრძელდება და მოიცავს კონსულტაციებს აშშ-ის კონგრესთან, რომელმაც ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების მინიმალური რაოდენობა დაადგინა.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეთს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მიმოხილვამ შეიძლება ევროპაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია კონტინენტის წახალისება უფრო აქტიური ქმედებებისკენ და ამავდროულად, იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა თავისი გლობალური ვალდებულებების შესრულება შეძლონ.
