სოციალურ ქსელში ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალზე ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქმე  გადაკვალიფიცირდა.

 

„ძალიან კარგი ამბავი! ქალი, რომელიც დააკავეს (სამტრედიაში) ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ბრალი წარედგინა სსკ - ის 109- ე მუხლით, მოეხსნა მძიმე ბრალდება და ბრალი დაუზუსტეს სსკ 370- ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. სხვა დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ!“, - წერს ადვოკატი.

 

შეგახსენეთ, რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობის ბრალდებით, 29 წლის ქალი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ქალმა ქმარი ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგ, გარდაიცვალა.