"ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა.

გიგაური დამნაშავედ ცნეს არა პოლიციელზე თავდასხმაში, არამედ დანაშაულში, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. უფრო ზუსტად, 353-ე პრიმა მუხლი შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანამდე დაკავებულმა დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა.

ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.