პოლონეთში,  ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს,- იუწყება ადგილობრივი მედია.

 

მედიის ცნობით,  ახალგაზრდას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული პირები ცხოვრობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. მათ, დანაშაულის კვალის დაფარვა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის გადამალვა ედებათ ბრალად.