წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.
ქალი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია სააგენტოსთან მერის წარმომადგენელმა დაადასტურა.
ბელა კვირკვიას თქმით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 60 წლის ქალია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.