ხობში, სოფელ ჭალადიდში, ძმამ ძმა დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცს ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.