როგორც ,უკვე ვწერდით, ცოტა ხნის წინ ვანში მომხდარი ავარიის შედეგად, 22 წლის ბიჭი დაიღუპა.

როგორც ჩვენთვის  გახდა ცნობილი, გოგიტა ოჩხიკიძე  სოფელ ბზვანში  სტუმრად იმყოფებოდა და,სავარაუდოდ, სახლში ბრუნდებოდა , რა დროსაც ტრაგედია მოხდა.

ახლგაზრდა გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.

"სოფელში სტუმრად იმყოფებოდა თურმე და უკან რომ ბრუნდებოდა, ეს საშინელება შეემთხვა",-ამბობენ ადგილობრივები.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა რამდენიმე პირი.

დაწყებულია გამოძიება.