სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკავებულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატი ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობს, პროკურორი კი აცხადებს, რომ მეორე მხარეს არ ჰქონდა სამართლებრივი არგუმენტი და კეთდებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი პირველმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. გამოძიების ინფორმაციით, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა.