უცხოეთის მოქალაქეს, რომელიც ურეკის ზღვაში  მაშველები სამი დღე  ეძებდნენ, დამხრჩვალი იპოვეს,-ამის შესახებ  სააგენტოს  წყარომ განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტია.

ფაქტს ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.

შეგახსენებთ, ძლიერი შტორმის გამო, ზღვის ტალღამ სამი მოქალაქე 16 ივლისს გაიტაცა, ორის გადარჩენა მაშინვე მოხერხდა, ერთის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კი ამ დრომდე  გრძელდებოდა.