გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან – ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე – 4-5-ბალიანი შტორმი.
„14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულისა და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.