რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, "პუბლიკის" ჟურნალისტები დაშავდნენ.
ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, "პუბლიკის" ჟურნალისტები დაშავდნენ.
ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
1774866447
საქართველოს აქვს შანსი, შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს და დაისახოს ამბიციური მიზანი: 2040 წლისთვის თამბაქოს მოხმარების დონე 5%-ზე დაბლა ჩამოიყვანოს. ამისთვის აუცილებელია:1. ელ. სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საწუწნი ბალიშების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სრული აკრძალვა;2. ყველა სახის ნაწარმში არომატიზატორებისა და დანამატების აკრძალვა;3. ყველა ნაწარმის მიყიდვის ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდა;4. 2015 წლის მერე დაბადებულთათვის ყველა ნაწარმის მიყიდვის აკრძალვა;5. ყველა ნაწარმის საცალო რეალიზაციაზე ლიცენზიის შემოღება;6. თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობა, რათა მათა აანაზღაურონ ის სამედიცინო და პრევენციული ხარჯები, რაც აუცილებელია ამ სენთან საბრძოლველად.დასკვნის სახით: 29 მარტი არის შეხსენება თითოეული მოქალაქისთვის - ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის არჩევანი, ეს არის ინდუსტრიის მიერ დაგებული ხაფანგი და ურთულესი ნარკოდამოკიდებულება. დროა, ინდუსტრიის მითები მკაცრი პოლიტიკით ჩავანაცვლოთ ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1774865594
გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნა დაკორექტირებული და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი.ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები, სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დღეს დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ,რომ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
1774865509
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია."გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით, ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინება", - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
1774865203
იტალიური მედიის ცნობით, მძარცველები შენობაში სამ წუთში შევიდნენ და გამოვიდნენ, თუმცა მათი მოქმედება მხოლოდ მუზეუმის სიგნალიზაციამ შეაჩერა.როგორც მედიას ფონდში განუცხადეს, მძარცველები "ორგანიზებულად და კოორდინირებულად" მოქმედებდნენ და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტის მოპარვას აპირებდნენ, თუმცა კერძო კოლექციის სიგნალიზაციის ამოქმედებამ და ადგილზე პოლიციის გამოძახებამ შემდგომი ძარცვა აღკვეთა.
1774862923
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი "ხულიგნობისა და საჯარო მოხელის კანონიერ სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის" საქმეზე წაუყენეს.ამასთან, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნარეკ სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს."დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს ხულიგნობისა და თანამდებობის პირის კანონიერ სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის ბრალდებით“, - განაცხადა მან.
1774862885
ირანული მედია Tasnim-ის ინფორმაციით, ტანგსირი დაბომბვის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. მედიას არ დაუკონკრეტებია მაღალჩინოსნის გარდაცვალების ზუსტი თარიღი ან მიღებული ჭრილობების ხასიათი.ცნობისთვის, გასულ კვირას, ისრაელის სამხედროებმა ირანელი მეთაურის მკვლელობის შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში.
1774862802
სამხრეთ ისრაელში, ირანის მხრიდან თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ზონაში. საერთაშორისო მედიის ცნობით, არავინ დაშავებულა.აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის ქალაქ ბააბდაში, სადაც ისრაელმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, ქუვეითში ირანის თავდასხმის შედეგად კი ერთი ადამიანია დაღუპული. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.თეირანმა მოხალისეთა რეგისტრაციის კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა. მონაწილეობის მიღება 12 წლიდან არის შესაძლებელი. ადგილობრივი ირანული მედიის ცნობით, მოხალისეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ თავდაცვით საქმიანობაში, ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და სამაშველო სამუშაოებში.
1774862731
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა იგი."დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცრემლები, დაჩოქილი დედები და "მადლობა" - ასე დახვდნენ სასულიერო პირები სიონის ტაძარში გადასვენების დროს კათოლიკოს-პატრიარქს
1774189940
სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის - ანზორ ჩუბინიძე ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე
1774027149
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
1773841496
საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო - სხდომის შემდეგ, 16:00 საათზე მის უწმინდესობას, ფეხით მსვლელობით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ
1773829362
კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები და მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალი იერარქები ჩამოდიან
1774156456