ბაღდათში ისევ ხანძარია - სოფელ ხანის მიმდებარედ, უკვე მეორე დღეა, ცეცხლის ქრობის ოპერაცია მიმდინარეობს. ცოცხალ ძალასთან და ტექნიკასთან ერთად, მასში ჩართულია ავიაციაც.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, არ არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს. მეხანძრე-მაშველებმა უკვე მოახერხეს ახალციხეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდირება.
