AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც გამოცემა წერს, ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც გამოცემა წერს, ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
1779460917
"მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, ამ ნივთების დათვალიერება მოხდა და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. მე ვერ გეტყვით დეტალურად რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა. მე ახლა მივდივარ საგამოძიებო ორგანოში, შევხვდები ბრალდებულს, ბატონ ლევანს გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არაფერი არ ვიცით, ის რაც თქვენთვის საგამოძიებო ორგანოს განცხადებით არის ცნობილი, მხოლოდ ეს ვიცით ამ ეტაპზე", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
1779458898
უწყება მოქალაქეების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი:"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც.მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს.ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ,"- აღნიშნულია განცხადებაში.
1779457213
"ჩვენ გვსურს ჩვენი უფლებების აღდგენა. ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით იმ პირობებში, რასაც თავად ისინი "გამანადგურებელ სანქციებს" უწოდებენ. ეს სანქციები სხვადასხვა საბაბით დაწესდა, ძირითადად ე.წ. ირანის ბირთვული საფრთხის გამო, მაშინ როდესაც სინამდვილეში, ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხე, რეგიონში ან მსოფლიოში არცერთი მოთამაშისთვის არ არსებობს," - განაცხადა ბაღაიმ.მედიის ინფორმაციით, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანის მოთხოვნები შეთანხმების მიღწევის შესახებ, რომელიც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ერთობლივად დაწყებული ომის დასრულებას, აშშ-ის მიერ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების დასრულებას, სანქციების მოხსნას და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას და მათ ქვეყანაში დაბრუნებას ითვალისწინებს.
1779454416
მედია ადგილობრივ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილის ნათესავებმა, კლინიკისგან მამაკაცის ცხედრის გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ, შენობას სხვადასხვა საგნები ესროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეპიდემიასთან დაკავშირებული, სულ მცირე 177 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული, ასევე, დაახლოებით 750 ინფიცირების სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული.ჯანმოს განცხადებით, ძალადობა ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.
1779450309
"რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გააღვივოს სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე.ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი სიხარულია ჩვენთვის შიო მღვიმელის ხსენება, ამ წმინდა მონასტერში წირვა და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა ამ გზით სიარულს, მიუხედავად მრავალი დაცემისა თუ სირთულისა, ყოველთვის ქართველი ხალხი იყო ერთგული ამ ჭეშმარიტების გზის, ცხოვრების და იმიტომაც მოგვიყვანა დღემდე უფალმა. მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა და ის, რომ დღესაც ჩვენ ვართ ერთგულნი ამ გზის", - აღნიშნა შიო III.
1779450210
"გულწრფელად რომ ვთქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა იმედგაცრუება ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის და მათი რეაგირების მიმართ ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე. ეს კარგად არის დოკუმენტირებული, საჭიროებს განხილვას და ეს დღეს არ გადაწყდება ან მოგვარდება. ეს არის საკითხი, რომელიც ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ. ამასობაში, არსებობს სხვა სფეროებიც, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას", - თქვა რუბიომ.ამასთან, რუბიომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე მიუთითა პოლონეთში 5 000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია."თქვენ ნახეთ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება პოლონეთთან და ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით. თუმცა, ცხადია, რომ შეერთებულ შტატები კვლავ აგრძელებს გლობალური ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მან უნდა აღასრულოს თავისი ძალების განლაგებასთან დაკავშირებით. ამისათვის, ჩვენი მხრიდან საჭიროა ჯარების განლაგების მუდმივად გადახედვა და ეს არ არის სადამსჯელო ზომა", - განაცხადა რუბიომ.
1779450105
"თუ ომი ხვალ დასრულდება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაზიდვები სწრაფად აღდგება, შესაძლოა მივაღწიოთ მისაღებ, თუმცა რთულ, 75%-იან დატვირთვის დონეს. მაგრამ თუ დახურვა ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდება, სიტუაცია შეიძლება კრიტიკული გახდეს", - განაცხადა Equinor-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰელე ოსტერგაარდ ქრისტიანსენმა.ევროპული გაზის ფასები მარტში უკვე გაიზარდა და მეგავატ/საათში 74 ევროს მიაღწია - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის იანვრიდან. ამჟამად ისინი 50 ევროს გარშემო მერყეობს, მაგრამ ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თუ კრიზისი გაგრძელდება, მოხმარება მკვეთრად უნდა შემცირდეს."მაღალმა ფასებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გაზის მოხმარება - ნახშირზე გადასვლის, განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის და სამრეწველო მოთხოვნის შემცირების გზით", - განმარტა Equinor-ის გაზით ვაჭრობის ვიცე-პრეზიდენტმა პედერ ბიორლანდმა.
1779445704
ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. პოლიციამ 65 თავდამსხმელი დააკავა.გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის კონკრეტული მოტივი არ არსებობდა. ქალაქში ჩასული გულშემატკივრები საკუთარი გუნდის მატჩამდე მიზანმიმართულად ეძებდნენ კონფლიქტის საბაბს.
კახა კალაძე: დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ
1779185365
მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი - საპატრულო პოლიცია
1779458898
ირანის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქვეყანა დაზარალდა, თუმცა დასძენს, რომ კვლავ შეუძლიათ ერის უფლებების დაცვა
1779113721
მივისწრაფვით საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
1779198987
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
1779291030